|
(მიხეილ ჯავახიშვილი)
...და ის კი არა - მე რომ გამწირეს, ...და ის კი არა - მე რომ მაწამეს, არა! ამ საკნის ბნელი საკირე და ეს ტკივილი კი არ მამწარებს.
არც ეს - მზარავი მიუსაფრობა, არც ფიქრი - ასე გზაარეული, არც ხვალინდელი დღე და გაქრობა.
მოწმედ სამყაროს უღვთოდ დაქცევის, და ამ სიმართლის უსასტიკესის - ადამიანის ამგვარ დაცემის. |


