კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:43

 

მე ვნაღვლობ შენზე, ჩემო სოფელო.

ჩემს თვალებს,

ცისფერი ეკრანის მთრთოლვარე ნათებით გადაღლილებს,

ენატრებათ შენი მშვიდი სიმწვანე;

ჩემს ფილტვებს,

მანქანების გამონაბოლქვებითა და სიგარეტის კვამლით

გარუჯულებს, ენატრებათ შენი კამკამა ჰაერი;

ჩემს ყურის აპკებს,

მუხრუჭების ღრჭიალისა და ტამტამების რიტმებისგან

ჩაზნექილებს, ენატრებათ შენი მყუდრო სიჩუმე;


მე ვნაღვლობ შენზე, ჩემო სოფელო.

ვნაღვლობ მწვანე ვენახში მოქანავე,

უკბილო საფრთხობელაზე,

ვნაღვლობ ენატანია ნაკადულებზე,

ბალახში მომღერალ უდარდელ ჭრიჭინობელებზე,

შენს კედელბერაზე,

შენს ტარიგრეხიაზე,

და მზით მოოქროვილ

იმ ბილიკებზე,

რომლებზედაც ისე უდარდელად დანავარდობდა

ჩემი წერწეტა ჩრდილი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen