|
მე ძველ ტრამვაის გავყვები ახლა საკუთარი მაქვს გაჩერებებიც, მახსოვს, ადრე კონდუქტორიც მახლდა, ახლა მაკლიხართ დანარჩენებიც.
სამი კაპიკი მხოლოდ და მარტო, ტრამვაის გარეთ როდესაც წვიმდა. იმას ნიშნავდა - თბილისი მარტობს.
შუშაზე მიკრულ სველი ტოტებით ცხოვრება მართლა ტრამვაის გავდა შესანიშნავი ჩამოხტომებით.
რაღაც ჩამიდგეს (ძვირი რომ ღირდა) იცით, რაშია ცხოვრების ეშხი? ზუსტად ჩამოხტე - იქ, სადაც გინდა! |


