|
იოსებ გრიშაშვილს
ლექსიც მინდა და ტირილიც მინდა, ვერც ვწერ, ვერც ვტირი, ნეტავ, რა მიშლის. აბო ტიროდა გუშინ და წვიმდა, კვლავ სველდებოდა დღეს აბოს ნიში.
თურმე ნიკალაც შეშფოთდა ძილში. ცრემლი რაა თუ გულებს არ ალბობს, გულში ყველა დარდს თუ არ წაგიშლის.
ჩვენს მწუხარებას არა აქვს ბოლო. ახლა გაბარებთ ამ ცივ სამარეს და გვსურს გულებიც თან ჩაგაყოლოთ.
დღეს სულ სხვაგვარად რეკენ ზარები, დიად მუზათა სამეფოს მიხვალ, უკვდავებისკენ მიეჩქარები.
ვით უთქმელ ლექსზე ფიქრი და დარდი, ვისთან ოცნებით ბევრჯერ გივლია, შეგეგებება აკაკის ლანდი.
სავსე ყანწი და ბეჩარა გელის. დღეს შენ პირველად გაგიწყრებიან ძველი თბილისი და ძმები ძველი.
ჟრუანტელივით ძარღვებში მივლის. შენ კი არ მოკვდი, მე ვფიქრობ ასე, - გულის ძარღვები შეაჭრეს თბილისს.
მზისკენ წასული ორი ნერგია. ორივე ერთად ტოტებგაშლილი, თვით ფესვებითაც ერთად შეზრდიან.
შენ და თბილისი ვინ დაგაცილოთ. მისი მიწის და ზეცის სახსოვრად, რჩები თბილისის სულის ნაწილო.
ან ჟრუანტელი ძარღვში რად მივლის, დაე, ნურავინ ნუ იტყვის ასე, რომ გულის ძარღვი შეაჭრეს თბილისს.
კვლავ ძველებურად გვეალერსები და ოქროს სხივთა გვირგვინს ელიან, მზესთან აჭრილი შენი ლექსები. |


