მთარგმნელი: გივი ალხაზიშვილი
|
ჩუმად გადიან დღეები, წლები, უცნაურ სიზმარს დავეხსნა მინდა, კვლავ შემომესმას ნაცნობი ხმები, დრო გაქრეს, გულზე რომ მაწვა ბინდად.
(ო, ისე, ზამთრის ღამით რომ ვნახე: მავანის ლანდი ჩავლილი კართან და უსწრაფესად გამქრალი სახე).
ნეტა ეს ხელი ვინ დამიღალა... მახსოვს, ვარსკვლავნი თვალმარგალიტად ღამის ცაზე რომ გადაიყარა.
ზღვა - თოვლის ფრთებზე იწვა რომელიც, შიში - თვალთაგან გამონაჟონი, ბებერი შიში შეუცნობელი.
ბუნდოვანება, ნისლი ფარფატა, თითქოს გუგუნი ისმოდა ზღვაში და შორდებოდა მიწას თანდათან.
გავიდა წამი, წუთი თუ წლები?! და მავთულები წიოდნენ ცაში, გულისწამღები ისმოდა ხმები.
რომ შემომესმა უცხო ძახილი, მეძახდა შორი ხმა: ese homo და გამივარდა უცებ მახვილი.
რომ ძარღვებიდან სისხლს არ ედინა, მე დავემონე ძახილს მთლიანად, თან მხიარული შუქი მეფინა.
არა მჩვევია მონური თრთოლვით, დაე, შემეხსნას ჭრელი სახვევი და ცხელმა სისხლმა გაათბოს თოვლი. |


