|
შენი გული მკვდარია, რაღა უნდა თქმა... ქვეყნად აღარ არიან: დედა, მამა, ძმა. მათი ხსოვნა ნათელი გზას გინათებს რთულს. რწმენა - წმინდა სანთელი: იწვის, ათბობს გულს! თვალებს - ცრემლით ნაწვიმარს - მაინც ღიმილს ჰფენ... თუკი ბედი გაგწირავს, ღმერთს უყვარხარ შენ! ქვეყნად აღარ არიან: დედა, მამა, ძმა... შენი გული მკვდარია, რაღად უნდა თქმა. |


