|
იყო ბევრი ტკბილი წელი, ალაგისე - მწარე წელი, მახსოვს შენი წვრილი წელი და ცისფერი სარეცელი... იყო ბევრი ტკბილი წუთი, ალაგისე - გიჟი წამი... ბეჭზე დაღი - კბილი ხუთი... თვალზე ცრემლი - გიშრის ნამი... იყო ბევრი სიყვარული, ალაგისე - ბედი მწყრალი, გელოდები, სიხარულო, მოდი, სილა გამაწანი!... იყო ბევრი ტკბილი წელი, ალაგისე - მწარე წელი, მახსოვს შენი წვრილი წელი და ცისფერი სარეცელი... |


