კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:08

 

გულო, არ გამისკდე ემანდ,

სისხლის გაუმაგრდი ჭიდილს

ლამის გავიკრიფო ენად, 

როგორც მოჟღურტულე ჩიტი.


ღაწვზე ცხოველი მზე მკოცნის,

სხეულს შენი სუნთქვა მიწვავს

ლამის ჩემი სული მოგცე,

ფილტვებდაბერილო მიწავ!


გზებზე შენი სითბო მშველის,

თმაში შენს აპრილებს ვიწნავ

ქვეყნად ერთადერთი შენ ხარ,

დასაბამიდანვე ვინც მწამს!..


შენთვის დავვარდნილვარ ლოცვად,

როგორც მოჩურჩულე ია,

შენი სიხარული მათრობს,

შენი სიმძიმილი მტკივა...


ჩემო უკვდავების წყაროვ,

ხატად, სალოცავად გიცან;

მზეწაკიდებულო ცაო,

ძარღვებდაბერილო მიწავ!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen