შუშანიკს - ქალს
|
რისი იმედით გინდა შენ ამ აღმართის ავლა?! იწვი სიცოცხლით წმინდა, დადნი ვითარცა ავლი.
საუკუნეებს მიწვავს შენი საწყალი მსხვერპლი დაბლა გაკვრია მიწას.
მრუმე უფსკრულში გდება, ვიღაცას უფრო უჭირს, ვიღაცა უფრო კვდება.
მქონდეს ასეთი იჭვი, იქნება სხვისი წვაა ის ცეცხლი შენ რომ იწვი?!
დანებებოდა ნებას მის საცერს გაუცრია შენი ლამაზი ვნებაც.
გზა დააჩქარო თუნდა... ქალო, უშველე ვარსქენს, ქალო, სიკვდილი უნდა!.. |


