ცის ტალღებს ააშრიალებს,
იფრენს წინაპრის კვალზედა,
ლამაზ ჩრდილს გადაატარებს
ხან ხმელზე, ხანაც - ზღვაზედა,
არც კლდეზე ჩაეძინება,
არც - ღრუბლის ლეგა ბანზედა,
სიმაღლეებით დაღლილი
ფრთებს დაასვენებს ქარზედა,
სივრცეებს შეეწირება,
ფერფლად ჩამოვა მთაზედა.
ოჩოპინტრე
გაგაგა
ფდფდფ
ოჩოპინდრე
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა