|
ნუ დამპირდები, ო, ნურაფერს ნუ დამპირდები, თორემ ხელებს და თვალებს შუა გაგიფრინდები. ინანებ მერე, მაგრამ უკვე გვიან იქნება, გაგიჭირდება ჩემი გულის კუთხის მიგნება.
ვიცი... ზამთარი დამაბარდნის თოვლის ფთილებად. შენს სუნთქვას ქარი გააყოლებს ზღვების დინებას და ისიც ვიცი, ჩემნაირად გადაირევა.
მე დავიღალე წუთისოფლის მძიმე "ფლირტებით". და აღარ ძალმიძს ვითამაშო არარსებულად როლი, რომელშიც ჩემი სული დამარცხებულა.
შენ კი დაეძებ სიტყვებს, როგორც ირმების ხალებს. იმ დღესაც მტკვარზე ცივი იყო დეკემბრის ღამე და ვარსკვლავები მდინარეში ჰყარეს და ჰყარეს.
თორემ ხელებს და თვალებს შუა გაგიფრინდები. |


