|
დახუჭულ თვალებს ჩამოსწყდა ნელა, თვალებში ჩადგა მარადი ბნელი... სულ ერთი წამი იცოცხლა ცრემლმა და მერე მოკვდა პატარა ცრემლი.
უკანასკნელი სათქმელი მისი - უსიტყვოდ მოკვდა პატარა ცრემლი... ჯერ დაიკარგა წერტილი მიწის და მერე გაქრა სამყარო მთელი.
დაცურდა ერთი ვარსკვლავი ცაში, დააწყებინა კანკალი სანთლებს... ო, რა ძნელია სიცოცხლე მაშინ, როცა ერთ ცრემლში ათავსებ სათქმელს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


