|
გეძახდი - დარჩი, ნუ წახვალ, მთებს მისწვდა ჩემი ღაღადი არ დაიშალე, გამწირე, წახველ, არ მითხარ - ნახვამდის.
და კიდევ ერთხელ მნახავდი, მაშ, მოდი, რად იგვიანებ, სადა ხარ კარგო, აქამდის?
იალებს შენი აჩრდილი, გულსა ჰკლავს წამწამთა ჯარი, ქარაფთა ქიმზე დახრილი.
ხეობებიდან აშლილი, დაგეფინება, აღარ ჩანს სახე - სამოთხის ყვავილი.
აღარც ქარი ქრის მთებისა, გაფანტოს ნისლი, გიხილო მიზანი - უკვდავებისა. |


