|
დაგტოვე, ახლა ფიქრში ჩამესმის ტანის მი-მოხრით როგორ ხმაურობ, ვიცი, მემდური ყრმობის მეგობარს, რომ ასე ხშირად აღარ გნახულობ.
ზომავ ღალატის მკაცრი საზომით, სასაცილოა ცხოვრობდეს კაცი მართალკაცობით გამონაგონით.
ნუ წახვალ, დარჩი - გული მიხმობდა უშენზეფიქროდ, ჩემო ძუძუმტევ, დღე არ მქონია და არც მინდოდა.
ცაზე მიმოშლილ ნისლის ფთილებით, მე შემაყვარა სამშობლო ჩემი, მძერწა და შემქმნა ლექსის რითმებით.
ჩემი დღეები მზით მოფენილი მე ვარ ლერწამი რაღაც განგებით ქარების ქროლას გადარჩენილი. ბედნიერ დღეთა სამყოფელიდან ვარ განდევნილი და მოკვეთილი.
მუდამ მეძახდა შენი ნაპირი, რამდენჯერ შენი ტალღების ხმაურს მივანდე გულის ამონატირი.
დარაჯად გვედგა მთების აჩრდილი, და იქვე ახლოს ხეთა რტოებზე ათევდა ღამეს ქარი, დაღლილი. |


