კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 12:37

 

 

სატრფოვ-ყვავილო!

შენი მშვენება,

როგორ გამოვსთქვა -

ვინ შეგედრება? -

დილით ცის ნამი

მკერდზე გეხვევა,

გკოცნის, გიხუტებს,

ცრემლად გეფრქვევა;


ოქროს ფრთიანი,

ანცი პეპელა

შენს ლბილ ტუჩებზე

ბაასობს ნელა:

კორდით მომსკდარი

წყარო-ოცნება

შეგცინის, პირს გბანს

თავსა გევლება!..


შენ კი ამაყად

აკმევ სურნელსა,

მაგრამ ვერავინ,

ვერ გახლებს ხელსა

ახ, თვალის ჩინო,

შენი მოწყვეტა

რომელ მებაღეს

ერგება ნეტა?!.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen