კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:56

 

დღენი უშენოდ სცვლიან ერთმანეთს,

ფიქრი ნისლიან შორეთს მიაპობს,

უსმინე, კარგო, გაზაფხულობით

ჩემს დანაბარებს ქარი გიამბობს.


სულში მწუხრისას რეკენ ზარები,

ვარდი უშენოდ გაშლას გვიანობს,

ახლა ვერაფერს შეცვლის ვედრება,

თვალზე ობოლი ცრემლი კიაფობს.


ვინ გაგიშალა, ქალავ, ნაწნავი,

ჟინს ვინ იოკებს შენი მშვენებით,

ვინ გახსნა შენი კაბის საკინძე,

გკოცნიდა დაღლილს ღამის თენებით.


ვინ მოგეფერა მიჯნურს ჩემეულს,

გული აგივსო ბედნიერებით,

მიამბე, კარგო, უმანკო სული

ვინ დაგინამა ვნების ცრემლებით.


დღენი უშენოდ სცვლიან ერთმანეთს,

ქარი საწვიმარ ღრუბლებს მიაპობს,

გადაკარგულო თვალთახედვიდან,

ლექსებს ჩემსავით ვერვინ გიამბობს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen