კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 03:11

 

გვიანი შემოდგომის ხეთა ფოთოლცვენაში

იდგა თეთრი ტირიფი გაშიშვლებულ რტოებით,

ვიცხოვრებდი ძვირფასო, შენზე ფიქრის გარეშე,

გულს, რომ არ ეშინოდეს ცივი საღამოების.


მზე, დახრილი დაისთან თმაჭაღარა მიჯნურის,

უღიმღამოდ ანათებს უღიმღამო იმედებს,

სული იწვის უშენოდ ყვავილების მაისთან

შენ გამწირე ძვირფასო, მე კი ვერ გაგიმეტე.


და მოვკვდები ოდესღაც, ვით ფოთოლი კვდება ხის,

ვეღარასდროს ვიხილავ საოცნებო მხარეებს

ჰკითხე როგორ ვეწამე, ჰკითხე როგორ გელოდი,

შენზე ფიქრში ნათენებ ვარდობისთვის ღამეებს.


დღეთა ერთფეროვნებამ იცი როგორ დამღალა?

აუხდენელ ოცნებას ჰგავდა ჩემი ცხოვრება,

არასდროს მიძებნია უკვდავების თილისმა,

მხოლოდ შენს სიყვარულში მსურდა მარადისობა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen