კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:12

 

ჩემი პატარა სოფელი,

ჩემი ფიქრი და იარა,

აქა-იქ ნასახლარები

ზედ ეკალ-ბარდი მხვიარა.

აქ დარჩა ჩემი ოცნება,

მარტო ბავშვობა კი არა,

სხვა დანარჩენი ქარს გაჰყვა

იქცა წარსულის ზიარად.


დღეს, როცა სტუმრად მოსული,

ჩემს ნასახლართან მივდივარ

წარსული უკან ბრუნდება

თითქოს პატარა ბიჭი ვარ

და როცა მზე ჩამავალი

მისწვდება მთების საყელოს

ჩამესმის დედის ძახილი, -

სად ეშმაკებში წახველო,


შინ მოდი ნუ იგვიანებ,

საღამო არი ბალღ-ბნელო.

მაგრამ აქ ძველი ხალისით

მესალმებიან აღარა,

რას ვიზამ არ ვემდურები,

ვერ მიცნეს ბავშვი ჭაღარა,

გაგწირავს ვისაც გასწირავ

დაავიწყდები აბა რა.


მთა-თოვლეურაც ხმას არ მცემს

მხრებით ცას შენახიდები,

ტყით დაფარულა აღარ ჩანს

ყვავილივანი მინდვრები

და ჩემი ყრმობის ბილიკიც

მთის კალთებს შენაკიდები,

წაშლილა ვეღარ ვპოულობ

ბზიან გორს უგზოდ მივყვები,

ღირსი ვარ ჩემზე ახია

ღალატის გამო ვისჯები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen