|
შენ პატარა ქალი ხარ, თურმე დაქალიშვილდი, ახლა ვეღარ დაგიშლი, ადრე რასაც გიშლიდი.
მოგდევს შუქი ჟამისა, ხარ მრავალი თვისებით ალი-კვალი მამისა...
თითქოს სიზმრებს მპარავენ, მენატრება ისევე შენი სიპატარავე.
ჟამი მინდა გავწელო, ცრემლო ჩემი სამარის, ნაღდო, გულის დამწველო.
თითქმის დაქალიშვილდი, ვწუხვარ, რომ ვერ დაგიშლი ადრე რასაც გიშლიდი... |


