|
ყვავილების საოცნებო ფერში მარტი ისევ შენთან მიხმობს, ქალო, მოდი იებს მიმოგიბნევ თმებში გაზაფხულდა, ჩემო დედოფალო.
მომეფერე სანამ მარტი მარტობს თორემ ქარი, სუსხიანი ქარი, ტრფობის ყვავილს უმოწყალოდ აჭკნობს.
მარტია და როგორ ვიყო მშვიდად, სიყვარულის ყარაჩოღელს ამ დღეს კარგო, რაღა უშენობა მინდა.
როცა მარტი გზებზე ნიავ-ქარობს, შენთან ყოფნას მოდი, ნუ დამიშლი, გამახარე, მითხარ შენი ვარო. |


