|
გუშინაც წვიმდა და მთიდან მთაზე მიჰქროდნენ ნისლის თეთრი მერნები, გუშინ ცა ჰგავდა ბობოქარ ტალღებს და ათინათი ცისარტყელების შენს თალებს ჰგავდა და მონატრება შენთან უხმობდა გულს გახელებით.
სიბერე საზღვრებს მოადგა, ქალავ, შენ გაზაფხულის მზე ხარ ძვირფასო, მე კი თოვლიან ბილიკებს ვკვალავ, და ახლა ტრფობის უმანკო ყვავილს ჭაღრა გულის საფარში ვმალავ.
ვემსგავსო ჭაბუკს ყრმობის ზღაპრიდან, როგორც ფარვანა, შენს სასთუმალთან შემოვიპარო ღამის ფარდიდან, - ერთი ამბორი, თუნდაც მცირედი, გულში ამ დღეთა ტკივილს წაშლიდა, მაგრამ კაცური მაქვს სიამაყე და ნაქურდალი ტრფობა არ მინდა. |


