კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 23:54

 

მზეს ალუბლებმა შეხედეს კდემით,

ცა იყო ლურჯად ნათილისმარი,

იდგა აპრილი ყვავილთა ფერში,

როგორც ქალწულთა ლურჯი სიზმარი.


შენ არ მოხვედი და ვერც სხვა ქალში

ვპოვე ოცნების თავშესაფარი,

იწვოდა სული და მიჰკიოდა

ღამეებს, როგორც მთვრალი მაყარი.


აპრილმა იცის ეს მონატრება,

სული იებით მაქვს მოფენილი,

ვინ იცის იქნებ აღარც გახსოვარ,

მე კი უშენოდ ვარ მოწყენილი.


ვარ მოწყენილი და ყოველ ღამით

ჩემზე ჯვარს იწერს შენი სიშორე,

დრო შეიცვალა, გული კი არა,

ფიქრის კარვიდან ვერ მოგიშორე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen