|
დარდის ფიალა ბევრჯერ დავცალე, სიხარულისაც მდენია ცრემლი. ბედნიერება, როგორც წაწალი, იყო და თანაც არ იყო ჩემი.
ვყოფილვარ მგზავრი განწირულ გემის. ბედნიერება, როგორც წაწალი, იყო და თანაც არ იყო ჩემი.
იცვლება ფერი ფუძის და ჭერის... ბედნიერება, როგორც წაწალი, არის და თანაც არაა ჩემი. |


