კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 08:30

 

თენდებოდა ლუდისფრად, მუჭის სისხოდ ბარდნიდა,

დაგვყურებდა უმი ცა, არც თუ ისე მაღლიდან.


"ეპოეტე" სიგარეტს, თითებშუა ჩაგეწვა.

არაფერი მივქარეთ, ტანზე ვნება არ მეცვა...


განწყობები აწყობდნენ უსათუთეს აურას,

შეგვეფეთა ნაცნობი, თბილისური ხმაურით...


წამოგვადგა ბულდოგიც, უდარდელი პატრონით,

ლუდზე მეტად გინდოდი, მე კი მსურდა სხვა დონე!..


ამღვრეული ცის ფერი დაილექეს თვალებმა,

მიწა გულზე იფენდა ფიფქის  შემოკრძალებას.


თოვლზე თითქოს ქრებოდნენ ნაბიჯები უკვალოდ,

სადღაც  ეჩქარებოდა განცდას, ისე უკრავდა...


ჰგავდა ქუჩის მუსიკოსს, თოვლი, ძველი ბლუზმენი.

უნდა წამოსულიყო სიტყვად, რასაც ვუსმენდით...


ლექსი იწერებოდა სველი რითმის მუღამით,

ხეთა კენწეროებს კი  ცა ეფინა გულაღმა...


თოვლი ფიფქებს გვაყრიდა, გაყინული ხელებით,

გამოყრილებს სახლიდან ჰგავდნენ გამომვლელები.


ჩვენი ფიქრის პლატომდე არც ვიყავით მისულნი,

ჩადაღმართდა, რატომღაც, ლუდისფერი დღის სული...


წავიესენინეთ და მოვი-(რავი)-საუბრეთ,

თუმც, ამ შავ-თეთრ "სინემას" მიდი, აბა, გაუგე...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen