კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:18

 

ხევთა შორის მონადირემ, 

როცა ისრით მოჰკლა შველი: 

ტყის პირი რომ გაიარა 

ლილი შეხვდა ფეხშიშველი.


რომ ტიროდა ხევის ქალი 

ნისლი ერტყა შავი ზღვის; 

გადაეგდო ცისკენ თვალი, 

თვალს უტეხდა სხივი მზის...


სადაც მთებში ხრამ-ორმოდან 

ნახტომები სდევდა ირემს: 

ლილი ტყე-ტყე გაურბოდა 

გზა-გაქცეული მონადირეს.


რომ გულდამწვარ გულიმზეზე 

კლდეს მოდინდა ცრემლი ქვის,

ცის სიცილად გაშლილ მზეზე

ფერვანობდა ოქროს თმის.


სადაც ხევში ლილის სირბილს 

ამოეჭრა გზა და კვალი,

იქ წისქვილი ხრავდა სიმინდს, 

მდინარიდან ყეფდა წყალი.


რომ ცრემლებით სავსე თვალზე 

ცა ედინა გიშრის ტბის; 

ხავერდოვან მთის ნაპრალზე 

იჭრებოდა ქალი ტყის...


მაგრამ როცა მდუმარე ცა 

ხევს აყრიდა ღრუბლის ტირიფს: 

რომ გაგიჟდა მონადირე

ტყეს ესროდა ხმას და ტირილს...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen