|
ნედლი კვალი დარჩენია ირმის ნუკრის ფეფებს, - ცეროდენა ნატერფალებს დააჩერდა მეფე … დააჩერდა... გაეღიმა... გადახედა იქ მყოფთ, - ისე, თითქოს ეს იმათი ნატერფალი იყო.
თუ ნადირის ნატერფალი მეფის ტერფს არ ტოლობს. და სტუმარი, - ლიხთ-იმერი, - ეუბნება ვახტანგს: - ვერაფერი მოგვიკლავს და... ეგ არი, ბატონო!..
გაიარეს... ტირიფებთან შედგნენ. თვითონ ?! - თვითონ ტირიფები წყლის ნაპირზე იდგნენ. - ნადირითა?! - ნადირითა მდიდარია ეს ტყე! მაგრამ, მაგრამ… ფრინველითა უბადლოა ის ტყე!
(მეფე იყო და მეფესთან მარეკები იყვნენ ). მოდიოდნენ! მოდიოდნენ! - მეფე მიდის პირველიო ! აუფრინდა!.. აუფრინდა!.. - ხოხობია!.. - ხოხობია! - ხო ყოფილა! - ხოყოფილა ამ ტყეშიაც ფრინველიო!
ამ უღრან ტყეს გადასცილდნენ, - შეეფარნენ იმ უსიერს... დაედევნენ... დაედევნენ... და... ჩავიდნენ თბილისში! |
| პოეზიის გვერდი • • • |


