|
ჩემს "ლურჯა ცხენზე" ამხედრებული, როდესაც ზღაპრებს გარე ვურბენდი, მეგონა თავი მთელს ქვეყანაზე დაუძლეველი გმირი რაინდი.
იყო ბურუსი ჩამოწოლილი, სარკმლიდან ერთი ჭადარი მოჩანდა და მე ეს ჭადარი მეგონა მოცლილი.
ყველანი მიწყებდნენ ყვირილს: "ბავშვი ხარო", რომ მეტყოდნენ, თურმე, მწყინდა და ვიწყებდი ტირილს.
მოვარდა ქარიშხალი, გაფანტა ნისლი, მე უკვე ვხედავ გარკვევით ქუჩას, ათასი ხალხი, ათასი გესლი...
ჩემს "ლურჯა ცხენზე" ამხედრებული, გმირი რაინდი დავტოვე სადღაც, ერთდროს ყოფილი, დაუძლეველი.
დავტოვე ჩემი უდარდელობაც. წამოიწია შური და ეჭვი, ყველაფრის ზიზღი და უნდობლობა.
ღამით, წვიმებში და სიჩუმეში, უკან მოვხედავ... მერე კი მშვიდად ჩავესვენები ცივ სამარეში.
სადღაც ვარსკლავი ამობრწყინდება... რომ დამიძახოთ ახლა მე ბავშვი, ანგელოზს ვფიცავ, არ მეწყინება.
როდესაც ზღაპრებს გარე ვურბენდი, მეგონა თავი მთელს ქვეყანაზე დაუძლეველი გმირი რაინდი. |


