კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:02

 

აი, მივყვები ჭოროხის ნაპირს,

გზა დაგრეხილა მზისკენ მავალი;

მე ჯერ მნახველი არ ვიყავ ზღაპრის,

თუმც გაგონილი მქონდა მრავალი.


ამ მთებსაც ბევრი სისხლის ღვრა ახსოვთ.

ბევრჯერ ჩაჰქოლეს მტერთა ჰუნებმა,

მაგრამ მესხეთის ლაღი ბუნება

ისევ სიცოცხლეს ესალბუნება.


და იმ სოფლებში, წინ რომ გავყურებ,

წვავდნენ სახლებს და ანგრევდნენ ტაძრებს,

აქ ქართველ ქალებს ჩადრიც დაჰხურეს,

მაგრამ მანდილი ვერ გადააძვრეს.


სამას წელს რეცხა ის გმირთა სისხლმა,

მტარვალთა ხმალმა სამას წელს კაფა,

მაგრამ კვლავ ძალუძს სამშობლოს წინსვლა

მისი შვილების შრომას და ჯაფას.


აი, გახედე, გაშლილ ბაღნარებს

როგორ მოუცავს მთების კალთები, -

აჭარის სოფლებს ისევ ახარებს

თავისუფლების სხივთა ნათელი.


გაუმარჯვნია ნამგალს და წერაქვს,

კლდეს შესევიან ყოველი მხრიდან

და მთები ფართო გზებს დაუსერავს,

სადაც ხარჯიხვიც ვერ გაივლიდა.


როგორც არწივი, მთის წვერზე ვდგები

და დაღლილობას არ ვგრძნობ სრულიად,

მე ვხედავ, ჩემი აჭარის მთები

კვლავ ვენახებით დაფარულია.


მანქანა მიჰქრის, როგორც ირემი,

წინ საშიშარი არა გვეგულვის.

გზაში გვხვდებიან შრომის გმირები

მკერდზე ვარსკვლავებ გაბრწყინებული.


ისევ წინ მივქრი, მთებზე ნისლია,

ბაღებში ტკბილი სიმღერა ისმის

და თაგოს მთები კალთებს მიშლიან

ძველი ქართული სიდარბაისლით.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen