კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:29

 

დგანან და დუმან ბაღდათის მთები,

ნისლის ბაღდადი წაუკრავთ თავზე,

სიმღერას ამბობს ნიავის ფრთები

ცაში გაფრენილ არწივის ხმაზე.


გამოქცევია მთებს ხანისწყალი,

ბარად რომ შეხვდეს სოფლებს, ქალაქებს,

საირმის მთების შთამომავალი,

ირმების ენით მოლაპარაკე.


წყალს ეურჩება კლდეების კოშკი,

მდინარე მაინც განაგრძნობს დენას.

აქ იზრდებოდა მაიაკოვსკი,

სწავლობდა ბავშვი ტალღების ენას,.


ახლა კი მივხვდი, მისი სიტყვები,

ბრძოლით გართულნი, თუ რად გალობენ;

აქედან წაჰყვა, ალბათ, ზვირთები,

მის ლექსებში რომ მოჩხრიალობენ.


ნისლებს მირეკავს ქარი - მეცხვარე,

ღრუბელთა ჯოგებს მთვარე ჰყავს გზირად,

და ინდუსტრიის ოქროს მერცხლები

ჩამოფრენილან ხანისწყლის პირად.


შეგხვდება გზაზე გლეხი ხალისით,

მიგიპატიჟებს შინ დაძალებით,

მოგეგებება დიასახლისი

და ქალიშვილის მორცხვი თვალები.


ვაზებს დაუბამს აივნის სვეტი,

დაგრეხილ რქებით ბაძავენ ირმებს;

ჯერ მასპინძელი ქარაგმას გეტყვის,

მერე მარნისკენ გაგასეირნებს.


ქვევრს მოხდის, სასმისს აავსებს როცა,

იხილავ ნამდვილ ვაჟკაც-გამრჯელად,

პირველად იგი სამშობლოს ლოცავს,

მერე ცოლშვილს და თავის მარჯვენას.


ვაზებს კალთები დაუბერტყია

და საწნახელში ღვივის ბარაქა,

მტევნებში სისხლი ვერ დაეტია,

ქვევრებში ჩადგა და ჩაიშაქრა.


ჩამოუშლია ყანასაც მთები

და არხევს ქარი ირმების მთისა;

ვის არ მოხიბლავს ბაღდათის მთები

და შემოდგომა იმერეთისა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen