კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:55

 

ცაო, მიყვარხარ, მაღალო,

გეტრფი და გემუდარები,

სიმაღლით ფიქრსა, მშვენებით

სამოთხეს შაედარები.


ხან სადარბაზოდ მოირთვი,

ჰთრთი, ეშხით გაიწურები,

ჰსითბო-სხივოსნობ, არვისთვის

მადლსა არ დაიშურები.


ხან გულსაკლავის სევდისა

ნისლებით მოიბურები

და თავდახრილი, მდუმარე

პირთავქვე დაიყურები.


დარდი კი მოდის და მოდის,

სახე გეჭმუხვნის, გერევა,

და ზღვად ნაგუბის სევდისა

ცრემლის აკვანი გერწევა.


ხან კი გაუძლებ, გადგივლის,

ცრემლი არ ჩამოგვარდება,

და თუ მოთმენის კიდესა

ნაგუბი გადავარდება.


ამოიგრგვინებ... პირბადე

შავი დაიწყებს ღელვასა,

და ამოწვდილი ფრანგული

ზავთით პრიალსა, ელვასა!


ტყვიას ჰწვიმ, თვალთაც ვერ აძლევ

ცრემლების ჩამოდენასა.

ტყვია ჰკლავს, ცრემლზე დაიწყებს

ბალახი ამოდენასა!


მერე კი გულსვე მოიქცევ.

თვით გიკვირს თავის ნაქმნარი,

ისევ ჰთრთი, ელავ, ლამაზი

მოგიფენია ყაჯარი,

და შენ შემოგცქერს ისევა

გაღიმებული მთა-ბარი!


ცაო,რა უცნაური ხარ,

გაშტერებული გსინჯაო,

რო ჰჯავრობ, რაღა გატირებს,

ჰაი, შე ქალა-ბიჭაო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen