(მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნების" წაკითხვის შემდეგ)
|
რად გინდა ჭკუა და განათლება, თუ ამ ცხოვრებას არ დაჰკარ თვალი, თუ საკუთარ თავს თვითონვე არ ჰქმნი, ხარ უხერხემლო, სუსტი და მხდალი, თუ ბოროტებას არ გაუმკლავდი, და არ იშიშვლე ერთხელაც ხმალი.
ბრინკას რა არგო, შენ რამე გარგოს, თუ ჯაყოს დღესვე არ მოიშორებ, გაგიბახებენ ამაღამ მარგოს.
და რეალობას შეხედო მკაცრად, როგორც სიკეთე, ისე სიავე უნდა მიუზღა სხვებს ერთი ასად.
რაც შენს ცხოვრებას ეცემა ნავსად, თორემ ამქვეყნად შენი ადგილი აღარ იქნება არასდროს არსად.
ბრინკას რა არგო, შენ რამე გარგოს, თუ ჯაყოს დღესვე არ მოიშორებ, გაგიბახებენ ამაღამ მარგოს.
როგორიც არის- მრუდე თუ წრფელი, შენ თავს შენ თვითონ უნდა მიხედო, შვებას სხვებისგან ნურასდროს ელი,
ხამს გაუწოდო ძმას ძმურად ხელი, მაგრამ მტერს მტრულად უნდა დაუხვდე, მგელთან ყოველთვის იყავი მგელი.
ბრინკას რა არგო, შენ რამე გარგოს, თუ ჯაყოს დღესვე არ მოიშორებ, გაგიბახებენ ამაღამ მარგოს.
თუ ამ ცხოვრებას არ დაჰკარ თვალი, თუ საკუთარ თავს თვითონვე არ ჰქმნი, ხარ უხერხემლო, სუსტი და მხდალი,
და აბატონე პირუტყვი მყრალი, კაცი კი არა, შენ ხარ კაცუნა და უფრო მეტიც, შენა ხარ ჩვარი. |


