კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 19:10

 

წყეული იყოს წუთისოფელი,

ძნელი ყოფილა შავი დროს ზარი,

როგორ არ მოჰკვდე, პოეტის გულო,

და არ აძგერდეს ეგ შენი ქნარი?


ჰლამის სვავებმა ხალხი დაგვჭამოს,

დაბნელდეს ჩვენი სამშობლოს მყარი!

როდემდის უნდა სენაკს ვუყურო,

ვიმგლოვიარო მე ხვედრი მწარე!


რა ხანი არის ბედკრულ ტუსაღსა,

გაწირული აქვს თავისი მხარე?

ფეხში ბორკილით წყეულმა ძალამ

გამომისტუმრა სამშობლოს გარე!


უნდა შევხედო ამ შავ-ბნელ კედლებს,

გადათხეფილებს მართალთ სისხლითა,

ვიდრე სიმართლე მხრებს არ შეისხამს,

არ აიჭრება ხალხი ძილითა,

და მიბნედილი ქართველის სისხლი

დენას არ იწყებს ძველი მილითა.


როდის იქნება, ჩიტი მოფრინდეს,

მითხრას: "რატომ არ გახვალ გარეო?

ქართვლის შვილებმა აქა და აქა

გადავიხადეთ ომი ცხარეო,

ბევრი დაეცა ურჯულოს ხელით...

გავიმარჯვეთ კი... გაიხარეო!"


ბორკილი გატყდეს... კარი გაეღოს,

შორით შემესმას ლაშქრის დგრიალი,

ჩამოდიოდეს ქართველთ მხედრობა,

აბჯარს გაჰქონდეს ელვა, კრიალი...

და წითელ დროშას ივერიისას

მეტეხზედ ძრავდეს ნელი ნიავი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen