მზეო, მინდოდა მენახვე,
გკვლივე და გითვალთვალეო,
შენ კი არც პირი მაჩვენე,
არც წარბი გამიშალეო:
აპრიალდი და აენთე,
ყურებაც დამიშალეო,
ეჰ, მეც მომწყინდა, ამდენის
ფერობით დავიღალეო.
მირჩევნავ, გადაიღუპო,
მთვარე მოვიდეს მალეო,
რომ მოწყენამდე ვუცქირო,
იმას კი ვენაცვალეო!
ოჩოპინტრე
გაგაგა
ფდფდფ
ოჩოპინდრე
მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა