კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:23

 

ახლა, როდესაც ყველაფერი ისე ცხადია,

როგორც ეგ შენი მარტოობა სასაფლაოზე -

(მე მახსოვს, მახსოვს ჩემს ხელებზე შენი ცრემლები

და შევედრება გადარჩენის და სასწაულის!) -

მე აღარ მინდა ზამთრის დღეებს ვანდო ოცნება

და, როგორც ძველად,

დღესაც ვიფიქრებ ისევ შენზე, დაუვიწყარო!

აქამდის მიყვარს შემოდგომის გამოხუნება

და მოლოდინი უეცარი ზამთრის თავდასხმის,

როს გაიღვიძებ და ფანჯარაში შემოზვავდება

თოვლის სპეტაკი ბრწყინვალება და სხივოსნობა -

(ახლაც, ო, ახლაც, როგორც ბრიყვი, შევხარი ამას!)

და სწორედ მაშინ, როცა გზები დაითოვება,

როცა სკივრიდან ამოვაწყობ წარსულის ნიშნებს: -

ბავშვობის პერანგს, პირველ რვეულს და სათამაშოს; -

ისევ გიამბობ, როგროც ძველად, ამ გულის ამბავს,

საბრალო ბავშვო, მეოცნებე სასწაულებზე,

კვლავ დაგანახებ განუკურნელ, მწვავე იარას

და გეტყვი ჩუმად: „სასწაული აღარ არსებობს!“

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen