|
მე და ჩემი ტოლები, დიდ-ხნის უნახავები, ერთად ვსხედით სუფრაზედ, ვცლიდით ჭიქას ჭიქაზედ. გული გვქონდა ნათლითა, ერთმან-ერთის ნახვითა.
მაშინ ყველა ჩვენგანი, რომ მეტს ვეღარას იქდა, პითიონის ზედგანი. სადღა იყო ვარამი, ან ჭირ-ბოროტი დღისა? ძმური გრძნობა, სალამი, ეცა, წაიღო ისა!
არ ჰქონდა დასასრული, მაშინ არ გავიგონეთ სევდიანი ჟღურტული, თურმე ჩვენს მასპინძელსა ჰყოლებოდა ბულბული.
ჩიტი კი უბედური მოჰყვა მღერას და ჩვენცა დაგვაგდებინა ყური. ახ, რა საბრალო იყო გალიაში ბულბული! სხვისა რა მოგახსენოთ? - მე კი მომიკვდა გული.
ქუჩები გუგუნებდა, და პატარა ჩიტუნა, იქავე ღუღუნებდა. ნეტამც გამაგებინა რაებსა ჰზუზუნებდა.
გალიაში მღერალი, აგრეთვე ხელ-შეკრული, მოღვაწე და მწერალი. მერე კიდევ, როდისღაც, შეველ ძველ მასპინძლისას... ყური დამიგდე შენცა, გითხრობ დანახულისას.
ძველებრ მშვიდი სულითა, არამედ მოწყენილი, მგლოვიარე გულითა. ჩამოვჯექ მცირე ხანსა, თავი მივეც დუმილსა, ჩიტი კიდევ იმ ხანად აჰყვა მღერის სურვილსა.
ვუსმენდი მთრთოლავ ხმასა, და დიდხანს ყურს ვუგდებდი, იმ ჩემს პატარას ძმასა. მაგრამ მის ხმა იმ დროსა მის ყოფნას არა ჰხამდა, - მანამ სამწუხაროსა, უზრუნველს უფრო ჰგავდა!
კიდეც ვუსაყვედურე, სამღერალი რა ჰქონდა? ძალიან დავემდურე. ღმერთო! მიეც შნოება ტყვეობაში მღერისა, და შვების მოპოვება, გრძნობა არაფერისა...
თუ თავს ვერ გამოიხსნის, თორემ თუ ერთი მიჰხვდა, დარდით ყელს გამოიჭრის. ცოდვა კია ბულბული, გალიაში მღერალი, აგრეთვე ხელ-შეკრული, მოღვაწე და მწერალი. |


