კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:03

 

მთარგმნელი: ლულუ დადიანი

 

შენ იმთავითვე 

დაკარგულო სიყვარულო,

მოხვალ აროდეს,

არ ვიცი რა გსურს, რომელ

სიმებს გამოვკრა ხელი;

აღარც კი ვცდილობ,

აზავთებული მომავლიდან

გიგრძნო გუმანით.

ჩემში მდუმარი დიდებული

სურათი ყველა, უკვე ნაცნობი

მთა-ბარი შორი,

ქალაქები, ციხე-კოშკები,

ხიდები და

გზის უეცარი შემობრუნება,

ოდესღაც ღმერთთა ძალისხმევით

აღმოცენებულ ქვეყანათა

ძალმოსილება:

შენს წარმოსახვას მიასკეცებს,

გამირბი თუმცა.


შენ ხარ წალკოტი, 

ო, რა იმედით შევყურებდი

უცხო ბაღნარებს.

ღია სარკმელიც მაიმედებდა, -

შემომხვდებოდი ანაზდად თითქოს

ჩაფიქრებული. ქუჩაბანდებშიც

ახლახანს ჩავლილს აგდევნებივარ,

ხან ვიტრინებიც ჯერ ისევ

შენი ანარეკლით

ბრუდახვეულნი, ჩემს უეცარ

ხატს ირეკლავდნენ

შემკრთალნი შიშით. ვინ იცის, გუშინ

ისევ იმავე ეულმა ჩიტმა გაიხმიანა

საღამო ხანს მე და შენ შორის?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen