კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 21:50

 

აწმყოზედ დაფიქრებული

ავყვები გულის ძგერასა,

ხანა ვსასოებ, ხან ვტირი

ჩვენი სამშობლოს წერასა.

უნდა გავჭვრიტო მყობადი,

თვალი მაწყდება ცქერასა.

მაგრამ რა ვნახო? რა მოჰჩანს?

ბედია გაუგებარი,

ბრუნავს და ბრუნავს იმისა

ბორბალი დაუდეგარი.

წინ გადამშლია სამშობლოს

ნამყო ფასდაუდებარი.


ვნახავ: იელვებს... ბნელს ცასა

დაესხმის ვარსკვლავებია,

სასიქადულო და სატრფო

ის ჩვენი ქალ-ვაჟებია;

რა საანდერძოდ ჰშვენიან

ის ტურფა, ლამაზებია!


ვდუმვარ... იმედი მოფრინავს,

ვხედავ ცის კარის განხმასა,

ხმა ტკბილი ხდება მაშინ-კი

საშავბნელეთო საკრავსა,

და სასოებით შევცქერი

ჩვენის მომავლის ვარსკვლავსა.


მაგრამ ტკბილს სიმწარედა ჰცვლის

ცვალებადობა ჟამისა,

ვის გამოუცლავ სასმელი

სიტკბოებათა ჯამისა.

ნაღველი უკუნისაა, -

სიამოვნება წამისა!


აგერ: ცამ თვალი დაჰხუჭა,

გაჰქრა ძვირფასი ჩრდილები,

და მათ მაგივრად აფუვდა,

ვით ჭია-მატლი, მღილები,

მამულის მოღალატეთა,

გონჯი, საელდო გრილები.


ახლა ცეცხლია გარშემო,

მოდის ჩვენს დასაწვავადა,

ურიცხვი მხეცი, ნადირი

მზაა ჩვენს შესაჭმელადა.

აღარსად მოჰჩანს ბილიკიც

გასაძრომ, გასავლელადა!


მაშინ კი შავი ყორანი

შემომაჯდება მხარზედა,

და დარწმუნებით თავს მიქნევს,

მიყეფს საზარელს ხმაზედა!

ცას ზეით ჰწყდება ვარსკვლავი,

ინთქმის უფსკრულში წამზედა,

ხანჯლისკენ ხელი წამივა,

აკანკალდება ტარზედა.


და ვიტყვი: „ძმებო, გავინძრნეთ,

ნუ მივარდნილვართ ძილადა,

სწავლა და ცოდნა, რაც სხვათა,

ჩვენც გვინდა თავის წილადა,

ნურც ყველაფერი წარსულის

გვაჩნია თვალის ჩინადა.


თოფ-ხმალ-ხანჯლებზედ ჩხავილი

უნდა ძალიან ფრთხილადა,

თორე დავითის არ იყოს,

გვარტყია ცეცხლის გენია,

სპარს-ოსმალეთი, ურჯულო,

წუნკალა რამოდენია...

მათ კუჭი ჩვენკენ მოჰზიდავს,

ლაშები დაუღრენია!


დრომდე იობის მოთმენით

იმხნევოს ჭიანჭველამა.

და წმინდა, ერთობის პირსა

მხარი მოაბას ყველამა.

თუ ითქმის, მხოლოდ მაშინ, რომ

კიდეც იძახოს შველამა.

თორემ ერთია შეგვჭამოს

მგელმა, თუ ტურა-მელამა.


მაშ მაგრა, ძმებო, გაიწით!

მივყვეთ ყველანი წინათა,

გულზედ ხელების დაკრება

უხდება ქალაჩუნათა...

და უბრძოლველად ფარ-ხმალის

ჩამოყრა მაჯლაჯუნათა.


საასპარეზო დიდი გვაქვს,

წადით, გაიწით წინაო!

ყოვლის შემძლებმა სურვილმა

გაჰლეწოს ქვა და რკინაო,

ეგები დღეის აღაპმა

ხვალე ჰთქვას: „ჯვარი წინაო“.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen