(მიძღვნილი ჩემის ასულის ნინოსთვის, როცა ის საქონელს ჰმწყსიდა ექვსი წლისა, როცა ჯერ ისევ აფხუშოს ვიდეგით)
|
მწყემსა ქალა ჰზის გორზედა, კალათა ჰკიდავ ხელზედა. თეთრ წინდასა ჰქსოვს მარჯვედა, ტოტია უწევს გვერდზედა.
ძაღლას ფოლივით კუდია, აბა, მოვიდეს ქურდია, ტოტია ფეხზედ ჰყუდია.
კაი ყოფნა აქვს ამ დროსა! არა უშავს რა საქონსა, ოღომც არ მაიკარგოსა.
დედა არა ჰჩანს კარზედა, ცრემლი უგორავს თვალზედა. მზე მაღლა არის ცაზედა...
პატარა ხანი კიდენა... მზეც ჩავა. საქონს დაჰრეკავს, წაასხამს შინაისკენა. |


