კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 18:09

 

...და არ ვიცი, ვერც გავიგებ

ის თანახმა თუ არი!

თუმც ბევრს ცელქობს, არ კი უთქვამს

არც ჰო და არც უარი!


მხოლოდ ოდეს გვერდს ჩამივლის

კეკლუცად და რხევითა, - 

ამ დროს, ნეტა რას მანიშნებს

მსუბუქ ხელის ქნევითა?


თვისთან მიწვევს, თუ მიცილებს,

არის გაუგებარი!

- ცელქო ქალო! ამღამ მოდი!

ნიშნას მოგცემ სანათით!

თუ არ დაჰყოფ ჩემთან მარად,

დარჩი ერთის საათით!


ერთი კოცნა და გავშორდეთ!

სხვას რას მოსთხოვ სიხარულს?

მართალი ხარ, ვერსად ვპოვებ

სამუდამო სიყვარულს.


დღეს ვართ, ხვალე არ ვიქნებით 

გაგვეთხრება საფლავი!

დღეს ალერსი, ხვალ ქვითინი

მწარე და გულსაკლავი!


მაშ მო, ამღამ, ცელქო ქალო!

ნიშანს მოგცემ სანათით:

წახვალ, იქნებ ვეღარც გნახო!

მოდი ერთის საათით!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen