კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:49

 

ჩუხჩუხით მოდის პატარა წყარო,

პაწია წვირთებს მოარხევს ლაღად.

ენა არა აქვს და მაინც გალობს

და თითქოს უნდა აფრინდეს მაღლა.


ეს წმინდა წყარო უყვარდა დავითს,

აქ ეფრქვეოდა ღიმილი ცათა.

ჩვენი მომავლის ოქროს ცარსკვლავი

იქნებ ამ წყაროს სარკეში ჩანდა.


აქ მოიტანა პოეტმა გული,

ადუღებული სიმღერის ალით.

ვერ გაიგრილა ვეება შუბლი,

არ დააცადეს დალევა წყალის.


არ დააცადეს დალევა წყალის,

გადაეღობა მტერი მის სურვილს...

დავეწაფები ანკარა წყაროს,

დავითის ნაცვლად მოვიკლავ წყურვილს.


მე კარგად ვიცი, ეს წყარო წმინდა,

მიჩუხჩუხებდა უწინაც ასე,

მზე ეფრქვეოდა ქათქათა ციდან

გურამიშვილის გულივით სავსე.


მაგრამ მგონია, დავითი როცა

ძალით მოწყვიტეს მშობლიურ მიწას,

უბიდან ლექსი საყვარელ მგოსანს

გადმოუფრინდა და წყაროდ იქცა.


გადმოუფრინდა და წყაროდ იქცა,

რომ მის ნაპირას მოვიდეს გმირი

და იმან მაინც მუხისქვეშ დინჯად

აქ გაისველოს გამშრალი პირი.


ჩუხჩუხით მოდის პატარა წყარო,

პაწია ზვირთებს მოარხევს ლაღად.

ენა არა აქვს და მაინც გალობს

და, თითქოს უნდა აფრინდეს მაღლა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen