კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 19:44

 

"ჩემი ცოდვამც მისცემია

ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს."

დ. გურამიშვილი

 

მქონდა უფლება... ახლა უკვე გარდასულ დროში

იგულისხმება უნაზესი წამების წყება.

არ არის სივრცე იმედისთვის, არ არის ნება

წარვუძღვე ლაშქარს ლაშქრობებში დაფლეთილ დროშით.


მე მეჩქარება, მარტოსული ვუცდი არავის,

მე ყველაფერი ახლა მინდა, ცოცხალვარ სანამ, -

ზედაზნის კალთა, ლამისყანის მზისფერი ყანა

და სისხლი ჩემი ამამთხრელის, ამამბზარავის.


რას მიმანიშნებს მეწამული კვალი მნათისა,

ან რას მაუწყებს შორეული ექო ზარბაზნის?

სევდამან ჩემმან დაუტევა სულის დარბაზნი,

ვიცოდე მაინც თუ ოდესმე ვპოვებ ნათესავს.


ბედო მაცდურო, დაკეცილი ფრთები გაშალე,

შენ გეაჯები, შენ გენუკვი, შენ გევედრები!..

კიაფობს ხიბლი მიწიერი, ხმობენ ქედნები

და ცის და მიწის გასაყართან ვდგავარ მაშვრალი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen