|
გზამ და სიშორემ ვეღარ გაგვყარა, უკრაინაშიც ვნახე მოყვრები - სკოლა... სკოლის წინ თეთრი არყნარი, აქამდე გულის ძახილს მოვყევი.
ვეღარ შევიძელ გვერდის ახვევა... აი, იმ გოგოს, თვალებმაყვალას, თურმე მაყვალა ჰქვია სახელად.
თითქოს შენი ხმა გულში შეირხა, ლაღი სიცილი მესმის ბავშვების, - დავით... უშვილოდ არ დარჩენილხარ.
მზე ხომ ისედაც ენთო მიწაზე... მოვედი ქართვლის მკვიდრი გულღია და ეს ალალი ძმობა ვიწამე.
აქ დარჩენილხარ სამუდამოდა... გურამიშვილო, მომაქვს წერილი, გამომატანეს საგურამოდან.
თელა გდარაჯობს გულაჩქროლებით... აფეთქებულან იასამნები, მზეს უღიმიან ყაყაჩოები.
მოველ, ბავშვები ვარდებს მესვრიან. - უკრაინაში ცოცხლობს დავითი, საქართველოში ცოცხლობს ლესია. |


