კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 16:01

 

ციდან თქრიალებს მაისის თქეში,

მოტირის ზეცა... რა ავდრებია,

შენი მეოცე ვარდობის თვეში

ვარდის ეკალიც მომნატრებია.


მეც ამ დროების შუქთან მიცანი,

ჩემი ლექსები ბრძოლის ცდებია.

ლექსები, როგორც ზვირთნი ზღვისანი,

კვდებიან, მაგრამ კვლავ ცოცხლდებიან.


რა ხარ! ლერწამი წამწამნაყარი,

თუ გვალვის შემდეგ მოსული წვიმა,

მგონი ეს წვიმაც შენი ხმა არი, 

აქ მოიტანა ნიავმა ცივმა.


ლურჯად გაშლილი შავი ზღვის სარკე

შენი თვალების სიღრმე მგონია.

ზვირთნი ილტვიან ნაპირისაკენ,

ფიქრს კი ნაპირიც ვერ უპოვნია.


თუ არ მაკმარე ტრფობის დარდები,

ლამის დამიჯდე სიცოცხლის ფასად.

რა ვქნა, წყალში ხომ ვერ_ ჩავვარდები

ფრთამოტეხილი ფრინველის მსგავსად!


ცრემლით ავსილან ღრუბლის უპენი,

წვიმს და ფოთლებზე თქრიალებს თქეში, 

მიშველე, თორემ დავიღუპები

შენი მეოცე ვარდობის თვეში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen