|
იყუჩე გულო გაუხარელო, დღეს რატომ გინდა ასე ტირილი, მოწოლილ ბოღმას გზა გაუხარე, თორემ დაგედვა ფერი გვირილის.
გულო, ამ ღამეს თუ გადამარჩენ. თუმცა შენ გინდა აკაკის ახლო სამარადისოდ მიწაში დარჩე.
ვიღაცა მღერის თარზე ბაიათს. ჩვენ კი მდუღარე ცრემლების ფრქვევით ლამის ჩაგვიქრეს თვალთა ბაია.
გულო მართალო! ვართ ბედ-დამწვარი, ჩვენს სულს გარიყულს არავინ იცავს, არავინ არი გვაპკუროს ცვარი.
ეხლაც ამიტომ გამოვიქეცით. იტირე გულო... გულო დაკლულო, ასე მგონია ლოდად იქეცი.
უკვე გახრწნილი მე ჩემი ლეში. ძმაო კარმელო, ამ გულს სამიწეს სურს შენთან ყოფნა, ვით სიცოცხლეში. |
| პოეზიის გვერდი • • • |


