კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 15:35

 

(ნორვეგიაში ააფეთქეს სამამულო ომის დროს დაღუპული საბჭოთა მებრძოლების საფლავები)

 

ისინი ძმებად მოვიდნენ თქვენთან

გულმართალნი და სახემზიანნი,

რომ გამარჯვების სიმღერა გეთქვათ,

რომ თქვენი სიტყვა და გულის ფეთქვა

სულ ყოფილიყო ხალისიანი.


სახლში დასტოვეს ცოლი და დედა,

რომ მოეტანათ მზე თქვენს მამულში,

დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს,

რა გაუგონარ მხეცობას ბედავს

გადარეცხილი თქვენი ნამუსი.


ჩანს საფლავები გულგადათხრილი,

ნუთუ ამდენად ღვარძლით აღივსეთ, -

მათ თქვენთვის დასთმეს სიცოცხლე ტკბილი,

თქვენ კი ვაჟკაცებს მშვიდობის ძილი

ცივ სამარეშიც აღარ აღირსეთ.


ზოგს ერთად ჩაჰყვა შვიდი იარა,

მაინც შვენოდათ მხარგაშლილობა.

თქვენ მკვდრებზე ხმარობთ ახლა იარაღს,

ჩვენ კი სხეულში გაგვაჟრიალა,

მათ რომ ეტკინათ ძველი ჭრილობა.


ჩვენ არ გვჩვევია მუქარა, მაგრამ

უნდა იცოდეთ გამოცდილებით:

მომხდურს ყოველთვის ვუხვდებით მაგრად,

თუ წმინდა საფლავს ბინძურ ფეხს დაჰკრავთ,

წამოდგებიან დახოცილებიც.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen