კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 23:50

 

კომბაინის ნაკვალევზე

აგროვებდნენ ოქროს თავთავს;

პიონერებს დილიდანვე

შეჯიბრება გაემართათ.


გაბნეული თავთავები

ყველამ ბევრი მოაგროვა,

მაგრამ რაზმის პირველობა

მოიპოვა გოგის რგოლმა.


სწავლაშიაც პირველია,

შრომაში ხომ თვითონ ნახეთ,

აბა, ვნახოთ, ჭიდილშიაც

თუ დაიცავს რგოლის სახელს!


დოლს შემოჰკრეს სოფლის კლუბთან,

გაუწიეს ყელი გარმონს...

ჰეი, ვისაც გული გერჩის,

წრეში, გამო! წრეში გამო!


გოგის აქაც ვერვინ სჯობნის,

პატარაა თუმცა ტანად,

ვისაც ხელი წამოავლო,

ფეხქვეშ ქარი გაუტარა.


ეს მესამე დაამარცხა -

მარდად მხარზე დაანარცხა:

გაღმელების ფალავნმა

ცალი ფეხით მიწა ფარცხა.


ბოლოს უცხოს დააჭიდეს;

ჩაცმულია ქალაქურად;

ამ ზაფხულზე მამიდასთან

ჩამოსულა თურმე სტუმრად.


აბა, გოგის თუ გაუძლებ,

გაუმაგრდი, ქალაქელო!

მოგვერდს გაჰკრავს ელვასავით,

სარმა იცის სანაქებო!


გოგა-ბიჭი ქალაქელსა

გაეგება, მიესალმა,

მერე მარდად მოუბრუნდა,

გამოუდო შუა სარმა.


მარტო სარმით ეჭიდავა,

სხვა ხერხი არ უხმარია,

ფიქრობს: "როგორ წავაქციო -

ქალაქელი სტუმარია!"


სუყველანი აქ არიან,

ხალხი ფუტკრად ახვევია,

თავის სახელს არა ნაღვლობს,

თუმც ფალავნის სახელი აქვს.


ოღონდ ყმაწვილს არა ევნოს,

უცბად ფეხი არ დაუცდეს,

ამიტომაც გოგი სტუმარს

გაურბის და განზე უქცევს...


ქალაქელიც თითქოს მიხვდა,

ახლა ისიც ერიდება.

ამ დროს ხალხიც ჩაერია:

- შერიგება... შერიგება...


გაზავდნენ და გადაჰკოცნეს

გაისწორეს ყელსახვევი,

და ერთმანეთს, ძმობის ნიშნად,

გადაჰხვიეს მხარზე ხელი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen