კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:19

 

მთარგმნელი: კონსტანტინე ჭიჭინაძე

 

წყნარი ღამეა. გამოველ გარეთ. 

ტრამალს მოთეთრო გზა მიუყვება. 

ყურს უგდებს ზესკნელს უდაბნო მხარე,

ვარსკვლავი ვარსკვლავს ესაუბრება.


მიწა მოცულა ნათელი რულით, 

ზეიმობს ზეცა სხივთა მთოველი!

მე კი, არ ვიცი, რად მტკივა გული? 

ვნანობ რაიმეს? - რასმე მოველი?


არც სინანული, არც გრძნობა შურის, 

დაუნანებლად წლები გადიან, 

თავისუფლება, სიმშვიდე მწყურის, 

დავიწყება და ძილი მწადიან.


მაგრამ არა თუ სამარის ძილი... 

მინდა მარადჟამს ისე მეძინოს, 

რომ არ შემიწყდეს მე სუნთქვა თბილი, 

შუბლზე სიცოცხლის შუქი მეფინოს.


და სატრფიალო სიმღერა ტკბილი 

განუწყვეტელად გარს იფრქვეოდეს, 

თავს მედგას მუხა გაშლილი ჩრდილით,

ნელი ნიავით სულ ირხეოდეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen