კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 00:29

 

მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი

 

 

...ხრმალი წარმიხდა, გაცვდა ბექთარი,

მაგრამ კვლავ მომდევს შენი ნათება,

თაფლად მეღვრება ბაგის ნექტარი,

სიტკბო პირისა მეშარბათება,


ისევ გიგალობ, ჩემი სასო ხარ,

სისხლის ტბორი ხარ, ცრემლის - მორევი,

მაინც შენ გიმღერ, ყოვლად ქებულო,

შენს საკურთხევლებს ვეამბორები.


ამოდ მშვენი ხარ, ტკბილსასურველი,

ალვის ტანს მორწყავ, ფესვებს და-ცა-ბან,

სულმან შეინთო შენი სურნელი,

ნაყოფი იტკბო ჩემმა სასამან.


იტკბო ნაყოფი, მაგრამ ამაოდ: 

ვერ განვირიდე სოფლის ზაკვები,

აწ ყავარჯენზე ჩამოყრდნობილი

ბნელ საყუდარში მივიკაკვები...

 

* * * * * * *

 

კვლავ აღიძვრების ჩემი გულისთქმა, 

კვლავ სამიჯნუროდ შეიმსჭვალების...

ცის დარბაზებში სიყვარული დადის მეფურად...

სები, მასმინე იდუმალი სუნთქვა ჭალების

 

* * * * * * *

 

ვერღა შემოვდგა სამუსიკოდ ჩემი სანთური, 

- ცამ მოიბურა საღამოის საპირბადენი... 

მზემან ვერ მოსცეს ბრწყინვალება შარავანდული, 

ვერცა მოიღოს მთოვარემან თვისი ნათელი...


მაგრამ... ვერ შემძრავ, ყრუო შავეთო, 

ვერ შემაბრკოლებს შენი ჩრდილები,

კვლავ მოვიწვიე სავარსკვლავეთი 

და გამორჩევით ვეთათბირები...

 

* * * * * * *

 

გული კი დაობს, მრავალფერი უჩანს სადაო:

„ვინ მოვიხელთო, სადაური მოვისადაო!“

შენ ხმობ: - მამაო, უბედობა არა მგამაო,

ესეც ამაო, შვილო ჩემო!.. ესეც ამაო!...


...მაგრამ ... რად ვმონებ პირქუშ დროებას, 

მღერად რად მიჩანს ბრძოლის წუთები,

თუ ამაოთა ამაოებას 

ვეღარაოდეს ავეზღუდები?


თვალი ცრემლებმა რატომ დაბურდა, 

ტაძრად რად მოვდექ შენდა მლოცველი, 

დაბა თუ მაინც გაუდაბურდა, 

თუ წარიხოცა წარსახოცველი?..

 

* * * * * * *

 

...მხოლოდ შენ გელტვი, შენთვის ვიგალობ, 

შენს საფიხვნოში ვჯდები მეფურად,

ჩემო ციხევ და, კლდეო პიტალოვ,

შენ გესიტყვები კვლავინდებურად;


შენთვის ძალს მაძლევს ძალი ძლიერი, 

შენსკენ მომაქცევს ჩემი ოცნება

და სიხარული სულისმიერი 

კვლავ სიმღერებად შეგეფრთოსნება.


გაღმით გიხმობდა შენი მშობელი, 

შვილო, გულისთქმა გინატრიდაო,

ნათლად გიძღოდეს მანათობელი, 

სვეტო, - ნაზარდო სინათლითაო!


სხივი შენსკენ რბის, თავზე გევლება, 

მზემაც მოასწრო თვალის შევლება

და სასოების საკურთხეველზე 

გესანთლება და გესაკმევლება.


წამოდექ, შვილო, - გიხმობს მისანი, 

- მრევლი არწყულე ლექსის წყაროზე,

მკლავზე ინიშნე ესე ნიშანი 

და სამკლაურად იავგაროზე!


სულმან თუ გკითხოს: - ვინ ვარ,რა ვარო, 

ან სადაური საით დავალო! 

- გულს ჩაიჭედე ჯავარდენულად, 

გულჯავრიანო მამის ჯავარო!


მე კი... ჩემს მცნებას სისხლით დავიცავ,

შენც მოგიწოდებ - მამებს წარბაძო,

ბჭეო სახლის და სალოცავისავ,

სულის ბურჯო და ციხე-დარბაზო!..


თორემ ხომ გესმის, - დრტვინავს შავეთი,

ბნელ ტალანებში მრევლი გროვდება

და უხილავი მალახ-მავეთი 

ყრუ ნაბიჯებით გვიახლოვდება... 

 

* * * * * * *

 

...დუმს დედამიწა ძველი სკივრივით, 

ისევ ყრუდ ისმის დროის დინება, 

- ქარს მიუყვება ნელი ლივლივით 

და სივრცეებში მიეფინება...

 

* * * * * * *

 

ჭვრეტ საწუთროის საქონდაქაროს, 

ეჰა, დაცლილა შენი ტაგანი!..

მზე აღარ მზეობს, ქარი არ ქარობს, 

კაცად არ კაცობს ადამთაგანი.


აღარც მეხრმლის სწამთ, აღარც მეგუთნის... 

ძმებშიც მრავლად ჩანს ძმათა მკიცხავი,

მე კი... ჩემი ძმა ჩემად მეყუდნის, 

სხვას მოეკითხოს მოსაკითხავი.


ღვარძლიც რომ გემყნო ძმათა საფლავზე, 

დის საძვალეში მიწა გებელტა,

ვერ შეგკადრებდი მაინც უკადროს, 

ვერ მოგაგებდი მოსაგებელთა.


ვერ შეგკადრებდი... ანდა რა მეთქვა, 

როგორ შემეღო კარი შეოლის,

ახლაც... მეწადა ფიქრი გამეთქვა, 

მაგრამ არ გვესმის ერთიმეორის...


შეუვალია, ძმაო ჩემო, დუმილის ფარდა...

კუპრი გადმოდუღს ჩემთა თვალთაგან, 

ბლანტად მწთოლვარებს წუთხი და ლორწო, 

დავცქერ შენს საფლავს, ძვალთაგანო მამაის ძვალთა,

 

დედაის ჩემის სისხლო და ხორცო!.. 

რად შეგაქციეს, რისთვის გაოტეს... 

ავაი ჩემდა! - სდუმან ბელტები,

ვერ მომაყურებ ვეღარაოდეს...

 

* * * * * * *

 

ხმა არსაიდან... მიმძიმს ლოდინი, 

თუმც დამაშვრალმა სადღა ვიარო!..

ცას შევეზრახე გულდაკოდილი, 

ხმა აღვუვლინე სამგლოვიარო;


მაგრამ ვინ მოსთქვამს: ღმერთო, დამიცავ! 

- დედაის ლანდი მოდგა წინარე,

მოდექ, ძმის ჩინო, ჩინო მამისავ, 

მოდექ, ჩინო და მოგვემჩინარე!..


ზრახვა გულისა ისევ მომანდე, 

კვლავ მომაგებე ზესთა გუნდები,

მეც... ნათლიერის წამოდგომამდე 

ლანდს სიზმარეულს მივუბრუნდები.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen