|
როდესაც იცი; სადღაც მინდვრად ხარობს ყვავილი, რომლის ფერებმაც შენ ჯერ კიდევ ვერ დაგაბრმავეს და სილამაზით - უმალ თვალები არ აგიხილეს!..
შეუსმელი დაგრჩა წყარონი... სანამ დრო არის გაიქეც ბარემ, გაიქეც ბარემ... იმ ყვავილებს თვალი შეავლე - შერხეული ნაზად იხილე. გაიქეც ბარემ... იმ წყაროთა ჩქერი გასინჯე.
შენ კი ნატრობდი: ოღონდაც მისი წყალი შემასვა და მერე... თუნდაც მომკლა მაშინვე...
მაგ სიკვდილშია მთელი სიცოცხლე! |


