|
როცა საღამოს ფართო წამწამებს დაეკიდება ალმასთა მძივი, და მაღალ ვერხვებს ააკამკამებს ღამის მნათობთა შეხება ცივი, -
ამოშენდება ბროლის სვეტები და მთის ყვავილთა შრიალი შორი სიჩუმის მორევს დაეწვეთება, -
მძინარ ბუნების მეფური ენა, რომ გულისცემაც მოისმის ქვაში და მიწის სუნთქვას ითვისებს სმენა!
შემოერტყმება ცეცხლი და ქარი და ვგრძნობ სიცოცხლის ღვთაებრივ დენას გაფითრებული და ცოცხალ-მკვდარი!..
რომელიც ჰქრება და წარსულს ჰბადებს!.. სიკვდილის ჟამიც - რომ ვერ ავიცდენთ, - და სუფთა ფიქრი გულში რომ ათევს!
გადაფარული ისვენებს ჩიტი, ბუჩქებში ცვარი რომ იორთქლება და გასაშლელად გამსკდარა კვირტი!
თუ ადამიანს ახარებს სადმე, დედის მუცელში ბავშვის ჩასახვის და შებრალების სულდგმულისადმი!
რომ საწყალ მონას უდგია სული! ვისაც გულში აქვს სითბო და სიბრძნე და სტანჯავს სხვისი ცრემლი და წყლული!
ენაწართმეულ ქურუმად მაქცევს! სად დავატიო ეს აღტაცება, და სიყვარული ტკივილს რომ აღწევს?!
მთელმა ბუნებამ გაუღო კარი და ვგრძნობ სიცოცხლის ღვთაებრივ დენას გაფითრებული და ცოცხალ-მკვდარი!
მე თითქოს ვუსმენ ვარსკვლავთა კრებულს, და უფსკრულებით დამყურებს ზეცა პირქვე დამხობილს და გაქვავებულს! |
| პოეზიის გვერდი • • • |


